„დიდი ხანია, ეს გრძნობა არავის მიმართ მქონია...“ - რას ამბობს შეყვარებული კრისტი აბაკუმოვა პირადსა და „პრაიმ ჰაუსში“ მეორედ შესვლაზე

კრიისტი აბაკუმოვა

„პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთი ყოფილი მონაწილე, რომელიც ALL STAR-ში მიიღებს მონაწილეობას, კრისტი აბაკუმოვაა. რამდენად მარტივად მიიღო რეალითი შოუში მეორედ შესვლის გადაწყვეტილება და რა სიახლებია მის ცხოვრებაში, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ კრისტის დაუკავშირდა. გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს.

- ცნობილია, რომ ALL STAR-ში გიხილავთ, მარტივად მიიღე ეს გადაწყვეტილება?

-  ALL STAR-ის შესახებ თავიდან რომ გავიგე და მიმიწვიეს, გამიხარდა, მაგრამ მერე დავფიქრდი, რამდენად მიღირდა და ძალიან ვყოყმანობდი. საბოლოოდ, დავთანხმდი.

- დადასტურებული მონაწილეებიდან არის ვინმე, ვისთანაც ფიქრობ, რომ საერთო ენას ვერ გამონახავ და დაძაბულობა იქნება?

- ახლა სულ სხვა რაღაცებზე ვარ ორიენტირებული, არ მაინტერესებს კამათი, ჩხუბი, საერთო ენის გამონახვა-არ გამონახვა, ასე რომ, მთავარია ჩემთან არ იყვნენ უარყოფითად, მე ყველასთან დადებითად ვიქნები.

- სალომე და ნიკოს ქორწილის შემდეგ, შენ და მერიემს თითქოს კონფლიქტი გქონდათ, ცოტა ხნის წინ, ერთობლივი ფოტო გაგვიზიარეთ, ახლა მეგობრობთ?

- მე და მერიემს პროექტში ცუდი ურთიერთობა გვქონდა, რეალითი შოუს გარეთ ბოდიში მომიხადა, მითხრა, რომ ბევრი რამ გაიაზრა და ახლა უფრო თბილად ვართ, ვიდრე პროექტში ვიყავით.

- სოციალურ ქსელებში თვალს გადევნებთ, პირადში სიახლეებია? 

- პირადზე არ მიყვარს საუბარი, თუმცა, სიახლეები არის. დაკავებული ვარ (იცინის). ძალიან დიდი ხანია, არავის მიმართ მქონია ეს გრძნობა, ეს ის ადამიანია, რომლის მიმართაც განსაკუთრებული გრძნობა მაქვს. 

- შენი რჩეული რას ფიქრობს პროექტში შენს მონაწილეობაზე?

- მენდობა, ჩემს ყოველ ნაბიჯს ემხრობა... იცის, რომ არ გავაბრაზებ და ჩემს პროექტში შესვლასთან დაკავშირებით, პრობლემა არ აქვს. დავამატებ იმასაც, რომ ამჯერად არ ვაპირებ ისე შესვლას, როგორც წინაზე... მინდა, ამჯერად, ჩემმა „პრაიმ ჰაუსში“ ყოფნამ მშვიდად ჩაიაროს. 

ასევე ნახეთ:

„ამან გაგვაერთიანა...“ - რას ამბობს მერიემ გოგაშვილი „პრაიმ ჰაუსში“ შესვლაზე და მონაწილეებთან დაძაბულ ურთიერთობაზე

„ადამიანს პირველად რომ ნახულობ, ღელავ...“ - ვინ არის ბიჭი, რომლის ვიდეოები ტიკტოკზე ყველაზე ტრენდული გახდა