„ადამიანს პირველად რომ ნახულობ, ღელავ...“ - ვინ არის ბიჭი, რომლის ვიდეოები ტიკტოკზე ყველაზე ტრენდული გახდა

დათა დარიაშვილი

რამდენიმე დღეა, „ტიკტოკი“ ქართულმა ტრენდმა მოიცვა. გოგონები სატრფიალო  სიმღერებზე ვიდეოებს იღებენ და მთიულ-ხევსურ ბიჭებს უძღვნიან.  ამის ავტორი კი პროფესიით ჟურნალისტი, ქეთა ბაღაშვილია, რომელიც ამერიკიდან სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.

ხუმრობა-ხუმრობაში, ქეთამ ვირტუალურად მომღერალი, ხევსური ბიჭი გაიცნო, აი აქედან დაიწყო ყველაფერი...

სოციალური სივრცე წყვილის გულშემატკივრად გადაიქცა და ამ ყველაფერს ამერიკიდან დაბრუნებაც დაემატა - დათა დარიაშვილმა ქეთას აეროპორტში მიაკითხა, ყვავილებით...

@ketabag

დამხვდა!!! 😃

♬ original sound - ნინიკო ჭავჭანიძე

„ნეტფლიქსის“ ფილმებს არ ჯობია?!; „ასე არაფერი გამხარებია ჯერ“; „ემოციისგან ვიტირე და ბებოც მშიერი დამრჩა, საყვარელი წყვილი“; „ესენი ბოლოს ერთად არიან, ნანახი მაქვს ეს სერიალი“; „აი, ისეთები ხართ, გოგო ჯობია თუ ბიჭი, რომ ვერ აარჩევ“ - ეს იმ უზარმაზარი გამოხმაურების მცირედი ნაწილია, რასაც სოციალურ ქსელში წერენ.

„პრაიმტაიმი“ მოქმედების ერთ-ერთ მთავარ გმირს, დათა დარიაშვილს ესაუბრა.

დათა დარიაშვილი: მომღერალი ვარ, სპორტსმენიც... ფეხბურთელი ვარ, მაგრამ, ამჟამად, სიმღერის გამო დროებით ჩამოვშორდი ამ საქმეს...

@dariashvili8 თუ არ მოუსმენ შენ ჩემს გულის თქმას😁😁 #ფორიუ #foryoupage #ფორიუზე #foryou #viral #global #fypシ #სიმღერა #georgia #საქართველო ♬ original sound - Dariashvili8

- თქვენი მოსმენა სად შეიძლება?

- სხვადასხვა ანსამბლში ვიყავი, ამჟამად რაღაც საკითხებს გავდივართ, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. კონკრეტულად, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

- როგორ აჰყევით ტრენდს, რომელიც ქეთამ „ტიკტოკზე“ ქარბორბალასავით დაატრიალა და ამაში უამრავი ადამიანი ჩაერთო...

- თუ არ ვცდები, „ასე რომ გიცქერ“ - ამ სიმღერით გამიცნო საზოგადოებამ. აქედან დაიწყო ყველაფერი...

- რა ემოცია გქონდათ, როცა ნახეთ, რომ თქვენმა გამოჩენამ ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- ამ ყველაფერმა ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა, ავყევი... ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი, სასიამოვნოა...

@zukachokheli #foryou @ketabag #მოაკითხესქეთას ♬ original sound - Zuka Chokheli

-  აეროპორტში გადაღებულმა კადრება ყველა აღაფრთოვანა, ღელავდით? ეს კადრებში არ ჩანდა, იმდენად ბუნებრივი იყო ყველაფერი, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ხართ...

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ქეთა ძალიან მაგარი გოგოა. თავისი პოზიტიურობით და კარგი ადამიანობით ყველას თავი შეაყვარა. ჩემთვის კარგი შეგრძნება იყო, ადამიანს პირველად ნახულობ და ასე თუ ისე, ნერვიულობაც იყო...  თავიდან ვღელავდი, შემდეგ მოვეშვი...

- უამრავი კომენტარი იწერება თქვენს წყვილთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ერთმანეთს უხდებით და რაღაც სიმპათიებიც გაქვთ ერთამანეთის მიმართ.... წინასწარ რთულია ამის განსაზღვრა, თუმცა, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ეს ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში გადავიდეს?

- მე და ქეთა ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგად ვართ განწყობილები. ეს მეგობრობაა, თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მთავარია, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიხარია, ქეთა რომ გავიცანი.

- თქვენი გული დაკავებულია?

- არა, დაკავებული არ არის. 

ასევე ნახეთ:

„ამან გაგვაერთიანა...“ - რას ამბობს მერიემ გოგაშვილი „პრაიმ ჰაუსში“ შესვლაზე და მონაწილეებთან დაძაბულ ურთიერთობაზე

„დიდი ხანია, ეს გრძნობა არავის მიმართ მქონია...“ - რას ამბობს შეყვარებული კრისტი აბაკუმოვა პირადსა და „პრაიმ ჰაუსში“ მეორედ შესვლაზე