1738871769
"ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ ამ მიზეზით, მგზავრობა შეუძლებელია " - რამ აღაშფოთა ავტობუსში მაია ბარათაშვილი
მომღერალი მაია ბარათაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას. მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა. მომღერალი ამბობს, რომ კონკრეტული მიმართვის ჩაწერა დიდი ხანია სურს, თუმცა თავს იკავებდა.
მაია ბარათაშვილი: ძალიან დიდი ხანია მინდა ამ მიმართვის ჩაწერა, დელიკატური თემაა და მოისმინეთ. მე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი ვარ. ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით და მეტროთი. ორივე მოხერხებული ტრანსპორტია. მაგრამ ერთი პრობლემაა - მგზავრების მხრიდან პირადი ჰიგიენის დაუცველობა. მეტროში და ავტობუსში, ზაფხულში, დაუბანლობის სუნი წაგიღებთ. ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის. მაგრამ შეუძლებელია მგზავრობა ამ მიზეზით.
დღესაც ავედი ავტობუსში, მამა-შვილი იჯდა ფანჯარასთან და მესმის ასეთი საუბარი: შვილო, არ არის საჭირო ყოველდღე ბანაობა, სამ დღეში ერთხელ რომ დაიბანო, აბსოლუტურად საკმარისია. კანიც არ გამოგიშრებაო. ათი წუთი უხსნიდა 15 წლის ბიჭს, რომელიც მამას გაკვირვებული უყურებდა. ეს კატასტროფაა. ჭკუიდან გადამიყვანა ამ საუბარმა. სად ვართ? შუა საუკუნეებში ვართ?
ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიხედეთ პირად ჰიგიენას. იზრუნეთ თავზეც და სხვაზეც. წაიკითხეთ ანატომია, გაერკვიეთ, როგორ მუშაობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და რა ემართება ადამიანის სხეულს, თუკი ის თუნდაც ერთი დღე არ დაიბანს.
ბოდიში ასეთი კატეგორიული ჩანაწერისთვის. ეს არ ეხება კულტურულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სუფთავდებიან.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1738873338