საყვარელი ქმრის გარდაცვალებამ, დაძონძილ სამოსიან, მოხეტიალე, მადლიან დედად აქცია - 6 თებერვალი ნეტარი ქსენიას ხსენების დღეა

qsenia

 6 თებერვალს წმინდანის - ნეტარი ქსენიას ხსენების დღეა.
ღვთის მადლის გარეშე შეუძლებელია ასეთი მძიმე ცხოვრების გავლა - შიმშილი, ყინვა, დამცირება, ფეხშიშველი სიარული, ეს წმინდანის ცხოვრების წესი გახლდათ.
თუმცა ნეტარ დედას ყოველთვის თვალწინ ედგა ტანჯული ქრისტეს სახე, რომელმაც უდრტვინველად გადაიტანა ლანძღვა-გინება, ფურთხება, ჯვარცმა და სიკვდილი. აი, რატომ იყო, რომ ნეტარი დედაც უსიტყვოდ იტანდა ყოველგვარ დაცინვას.
მოწყალებას მხოლოდ კეთილი ადამიანებისაგან იღებდა და მაშინვე თავისნაირ გლახაკებს ურიგებდა. ნაცნობებს იშვიათად შეუვლიდა ხოლმე, თუ შეუვლიდა ისიც ცოტა ხნით და მერე ისევ ქუჩაში ხეტიალს აგრძელებდა. თანდათან ხალხი ხედავდა, რომ ეს ადამიანი ღვთის განსაკუთრებული მადლით იყო მოსილი.
ვისაც ეხმარებოდა, ლოცავდა, ან ფულს ჩუქნიდა, უკეთესობისაკენ იცვლებოდნენ, ამიტომ პეტერბურგელებს მის მიმართ მოწიწება გაუჩნდათ და მასთან შეხვედრას ესწრაფოდნენ. როგორც კი ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდებოდა, ყველა რაღაცის ჩუქებას ცდილობდა, რადგან იცოდნენ თუ ვინმესგან დახმარებას მიიღებდა, მას ღვთის წყალობა ელოდა.
ამგვარ ხეტიალში 45 წელი გაატარა..
წინასწარხედვის მადლმოსილი ნიჭი დიდი სიმდაბლით, სულიერი ღვაწლითა და ხორციელი სიგლახაკით, მოყვასისადმი სიყვარულითა და ლოცვით მოიპოვა.  ამ თავისი ნიჭით იგი ბევრს დაეხმარა ცხოვრების მოწყობასა და სულის ხსნაში და დღესაც ბევრს ეხმარება.

***

ვინ იყო ის?

ნეტარი ქსენიას (ქსენია გრიგოლის ასული პეტროვა) წარმოშობის შესახებ ცნობები არ შემონახულა. არ ვიცით, ვინ იყვნენ მისი მშობლები, სად მიიღო განათლება და აღზრდა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ქსენია უბრალო წარმოშობისა არ იყო, რამდენადაც გათხოვილი იყო ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვზე, რომელიც პოლკოვნიკის ხარისხში გახლდათ და მეფის კარის მუსიკოსი იყო.

ხალხის ხსოვნამ არაფერი იცის ქსენია გრიგორის ასულზე, როგორც ჩვეულებრივ ქალზე, ჩვეულებრივი ადამიანური ინტერესებით. მაგრამ, იყო რა პოლკოვნიკის ცოლი, იგი არც არაფრით გამოირჩეოდა მისი თანამედროვე სხვა ქალებისგან, არ ჰქონდა არანაირი გამორჩეული დამსახურებანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის, არც სამშობლოს წინაშე. სწორედ ამიტომ, მისი ცხოვრების პირველ წლებზე არანაირი ცნობები არ გაგვაჩნია. სამაგიეროდ ხალხის ხსოვნამ კარგად შემოინახა სახე ქსენია გრიგორის ასულისა, როგორც ქალისა, ქრისტესათვის სულელისა, როგორც ღვთის მოღვაწისა და როგორც ნეტარისა. ხალხის ხსოვნამ შემოინახა აგრეთვე მიზეზი ქსენიას მიერ სოფლის სრული უარყოფისა და ყველა ამსოფლიური სიხარულისაც. ამის მიზეზი იყო სრულიად მოულოდნელი სიკვდილი მის მიერ ღრმად შეყვარებულ, სასიცოცხლო ძალების გაფურჩქვნის პერიოდში მყოფი ქმრისა - ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვისა.

განაგრძეთ კითხვა...