რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1756066857
ძლიერმა წვიმამ იტალიაში, ემილია-რომანიასა და ტოსკანაში საგანგაშო მდგომარეობა შექმნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 14 მარტისთვის თავდაპირველად წითელი განგაში მხოლოდ ემილია-რომანიას შეეხო, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესების გამო ტოსკანასაც.
საშიშროების გამო, რეგიონების ბევრ დასახლებაში დღეს სკოლები დაიხურა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ სახლების დაბალი სართულები და გაერიდონ მდინარეებთან ახლოს მდებარე შენობებს.
ყველაზე დიდი რისკის ზონები:
რომანია – მთებიდან სანაპირომდე;
ბოლონიის რეგიონი – აპენინებიდან დაბლობამდე.
ნარინჯისფერი განგაში ვრცელდება ემილიის მთიან და ბორცვიან ნაწილზე, მოდენის დაბლობის ჩათვლით, ხოლო ყვითელი გაფრთხილება შეეხო პიაჩენცოს, პარმას, რეჯოს დაბლობს და ფერარას სანაპიროს.
ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და მიჰყვნენ სამოქალაქო დაცვის რეკომენდაციებს.