გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით ანრი ბიბინეიშვილს მივმართეთ.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ფრენაზე... ისევ ფრენა მინდა. ვერ ვახერხებ, მაგრამ ნიჭი მაქვს.
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
როცა ვხედავ კარგ ფეხბურთელს, მინდა, კარგი ფეხბურთელი ვიყო... როცა ვხედავ კარგ მომღერალს, მინდა, კარგი მომღერალი ვიყო. როცა ვხედავ, ვიღაც მაგრად ცეკვავს, მინდა, კარგი მოცეკვავე ვიყო. ყველაფერი მინდა ვიყო, რაშიც მაგარი ვიქნები.
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
საკუთარ თავს ვუთმობდი, ახლა შვილებს და ოჯახს...
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
თუ მას და იმას ვუღალატებ, რასაც დედა არასდროს ღალატობს.
→ სად იცხოვრებდი?
საქართველოს გარდა - ვერსად. ვიცხოვრებდი ტყეში, მაგალითად, ჩემი სოფლის.
→ რა გაგაოცა ბოლოს?
არაადამიანობამ ადამიანებში.
→ პირველი სამსახური იყო?
პურის რეალიზატორი ვიყავი ავტოსადგურში. 14 წლის ვიყავი.. მინდოდა, დედას და მამას დავხმარებოდი.
→ რით ხარ გამორჩეული?
არ ვიცი... მართლა არ ვიცი.. მინდა, შვილების სიყვარულით გამოვირჩეოდე. ყველას თავისი შვილი უყვარს, მაგრამ მე რომ მიყვარს, მეეჭვება ეგრე ვინმეს უყვარდეს.
→ რით ხარ უკმაყოფილო?
ძალიან ბევრი რამით, რა ჩამოთვლის. ყველაზე მეტად ალბათ იმით, რომ რეჟისორებს თავი ისეთი ვერ შევთავაზე, როგორიც რეალურად ვარ.
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
ჩემი ოჯახის გარეშე ვერასდროს ვიცხოვრებ. ახლა ვფიქრობ, აქამდე არ ვცხოვრობდი მეთქი.
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
ყველაზე მეტად მრცხვენია ისეთი ქმედების, რომელიც უნებლიეთ მომხდარა და არასწორად გამოსულა. მაგალითად, ვინმესთან ურთიერთობა, კონფლიქტები, რომლებიც ემოციით მომსვლია, იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ვიტან. შეიძლება რაღაც-რაღაცებში საკუთარი თავი გამეჩუმებინა, მაგრამ არ ვჩუმდებოდი. რაღაცები გვიან ვისწავლე... ის, რაც ვიღაცებმა ადრე ისწავლეს, მე გვიან ვისწავლე.
→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
უზომოდ ერთგული, მიამიტი, კეთილი;
→ ბოლოს რაზე იტირე?
უკვე ყველაფერზე მეტირება. ბოლოს - დედაჩემმა ნახა კადრი როგორ მეძინა, ამაზე მან იტირა, ვერ გავიგე, რა იყო სატირალი. ხოდა, დედაჩემმა რომ იტირა, მე იმაზე ვიტირე. ვიტირე გუშინ, შვილები რომ ვნახე.
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
ბაბუას ბოლო სიტყვა გარდაცვალებამდე... ვერ გეტყვით, ეს ჩემია.
→ რას ნანობ?
ბევრ რამეს... უნებლიეთ მიტკენია ადამიანებისთვის, რომელთაც სატკენი არ ჰქონდათ, პირიქით, ხელის გულზე უნდა ყოფილიყვნენ სულ, მაგრამ დაუფიქრებლად, უმიზნოდ, უნებლიეთ და აბსოლუტურად უშინაარსოდ ვატკინე.
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
შეიძლება, ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ არაფერს შევცვლიდი. იმ რაღაცებმა რაც მოხდა, ძალიან გამზარდა. არ ვამბობ, რომ შემდგარი ვარ, მაგრამ არც შეუმდგარი ვარ.
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
მინდა ვიფრინო...
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
„ძაღლს ნუ უყვირებ, ეწყინება“; ეს ჩემი ძმაკაცის ბაბუისგან გავიგონე სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ ჩამრჩა. ძაღლს არ უნდა უყვირო, ეწყინება, ადამიანებზე აღარ მაქვს საუბარი... მნიშვნელოვანი ფრაზაა ასევე „სხვას რომ მუცელი ასტკივდება, საკუთარ მუცელზე ხელი უნდა მოისვა“...