დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით გიორგი დიასამიძეს მივმართეთ. 34 წლის ახალგაზრდა კაცი რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქმიანობდა, დაქორწინებული არ ყოფილა და ახლაც თავისუფალია.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
მსახიობობაზე. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მეთამაშა კინოში და თეატრში. დღემდე ეს არის...
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
მინდა ვმღეროდე. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, ესაა სიმღერა, დანარჩენი ყველაფერი შემიძლია.
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
მეგობრებს;
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
იმ შემთხვევაში, თუ გარეთ დიდხანს ვარ (იცინის)
→ სად იცხოვრებდი?
თბილისში, საქართველოში;
→ რა გაგიხარდა ბოლოს?
ბებიაჩემი რომ გამოჯანმრთელდა;
→ პირველი სამსახური იყო?
დიდ ტრაილერებს ვცლიდი, ალბათ, 1 წელი ვმუშაობდი. 13 წლის ვიყავი მაშინ...
→ რით ხარ გამორჩეული?
ვთვლი, რომ ვარ ძალიან მეგობრული, თბილი და კომუნიკაბელური...
→ რით ხარ უკმაყოფილო?
მინდა, ხნიერ ხალხს მეტი შემოსავალი ჰქონდეს...
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
ბებიის და დედის გარეშე ვერ ვიცხოვრებ;
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
აი, სიმთვრალეში გაკეთებული რაღაც, დილით რომ ვიღვიძებ და ვიხსენებ... 2011 წლიდან ალკოჰოლს აღარ ვიღებ, მაგრამ მანამდე ასეთი მომენტები მქონია.. 2011 წლამდე ძალიან ხშირად ვსვამდი, ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ცოტა დამესვენა, 1 წელი. საბოლოოდ, ალკოჰოლის გარეშე თავი ისე კარგად ვიგრძენი, მას შემდეგ წვეთიც აღარ დამილევია.
→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
კეთილი, მეგობრული, მოსიყვარულე;
→ ბოლოს რაზე იტირე?
როცა ბებიაჩემი ცუდად იყო, ყველაზე რთული მომენტი ესაა... ბებიაჩემი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია... 83 წლისაა;
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
ეს არასდროს დამავიწყდება - მეშვიდე კლასამდე ბებიაჩემი დილით სკოლაში მაცილებდა და უკან ჩუმად მომყვებოდა... მე კი ვხედავდი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. მხედავდა, შევდიოდი თუ არა, ეს სულ მახსენდება.
→ რას ნანობ?
ალბათ, ვინმეს ვაწყენინე და ეგ მინანია, სერიოზულს არაფერს...
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
ამ მომენტში არაფერს, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს'
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
მინდა, რომ ბებიაჩემმა ძალიან დიდხანს იცოცხლოს, ძალიან დიდხანს.... 100, 150, 200 წლამდე. ოღონდ ეგ ქალი იყოს, მაგის გარეშე სახლიდან არ გამოვდივარ, სანამ პირჯვარს არ გადამწერს.
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
„ვაფიქსირებ“