„მაშინ ყელში ბურთი გამეჩხირა და ვიტირე...“ - ბლიც ინტერვიუ ირაკლი მახარაძესთან

irakli makharadze

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით ირაკლი მახარაძეს მივმართეთ. ირაკლიმ 33 წლის იუბილე „პრაიმ ჰაუსში“ თანაც აუტსაიდერების სკამზე ყოფნისას აღნიშნა. ამბობს, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყო და რასაც მიზნად ისახავს, ყველაფერს აღწევს.

→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

კონკრეტული არაფერი მახსენდება, მაგრამ ბევრ რამეზე;

→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

ძალიან მინდა, რომ კარგად ვცეკვავდე

→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?

მეგობრებს;

→ დედაჩემი მომკლავს თუ...

თუ „პრაიმ ჰაუსში“ შევალ (იცინის)

→ სად იცხოვრებდი?

საქართველოში თუ არა ალბათ, ამერიკაში;

→ რამ გაგაოცა ბოლოს?

ბოლოს გამაოცა ერთ-ერთმა კადრმა, რომელიც გადაცემაში ვნახე. ნიკო მეუბნებოდა, რომ შენს მხარეს ვარო და იქ ამბობდა, მე ვისაც აუტსაიდერების სკამზე დავსვამ, მინდა ის გავარდესო;

→ პირველი სამსახური იყო?

პეროვზე, ბარმენად ვიმუშავე რამდენიმე დღე, 17 წლის ვიყავი.

→ რით ხარ გამორჩეული?

ბევრი რამით, ვერ დავაკონკრეტებ;

→ რით ხარ უკმაყოფილო?

არაფრით;

→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

სიყვარულის;

→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

არ მაქვს ისეთი რაღაც გაკეთებული, რისიც მრცხვენია. 

→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

ერთგული, მეგობრული, გამტანი;

→ ბოლოს რაზე იტირე?

ბოლომდე ვერ ვიტირე კარგად, წამომეტირა მაშინ, როცა ბევრი დისლაიქი მივიღე. ბავშვებმა ძალიან ბევრი ემოცია გამოხატეს. გვინდა, რომ დარჩეო. ავვარდი ოთახში, ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი და ვიტირე.

→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება

დღევანდელი გადმოსახედიდან ერთი ისაა, რომ „პრაიმ ჰაუსში“ შემოვედი. 

→ რას ნანობ?

არაფერს ვნანობ, რადგან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და იმიტომ ხდება რაღაც... 

→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

ალბათ, გადამეტებული ფიქრის უფლებას არ მივცემდი ჩემს თავს... 

→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდნენ კარგად;

→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

ახლა, სვეტას შემხედვარე, ძირითადად „ცავატანემ“;