7 ფარული ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ - რჩევები ეზოტერიკოსებისგან, დაბინძურებული ველიდან თავის დასაღწევად
1762286421
მუსიკალური პროდიუსერი და ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის შემდეგ, მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
„დაგვიტოვა წარმოუდგენლად დიდი სიცარიელე, არ ვიცი, როგორ ვიცხოვროთ მის გარეშე! ერთი თხოვნა მაქვს ყველა თქვენგანთან!
ცოტა მეტად შევიყვაროთ და შევუნდოთ ერთმანეთს. ვეცადოთ ლაშას მივბაძოთ და სიკეთის კეთებით სამყარო უკეთესი გავხადოთ ჩვენი სამშობლო მაინც. მის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მოვიდა, ზღვა ხალხი… ერთმა სოხუმელმა ბიჭმა, იმხელა სიყვარული დატოვა, რომ კიდევ ბევრის გაოცება მოახერხა. ერთად შეკრიბა სხვადასხვა შეხედულების ადამიანი, ჩაგვახუტა, გაგვაერთიანა… ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ძმის და მეგობრის დაკარგვას…
მოახერხა ადამიანების უპირობო სიყვარული! თურმე შეგვძლებია. ლაშამ მისი გავლილი გზით ბევრი მაგალითი გვაჩვენა სიკეთის კეთების. მჯერა, რომ მისი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის იქნება მაგალითი… იქნებ ვეცადოთ, დავფიქრდეთ და მტრობა სიყვარულით ჩავანაცვლოთ, მხოლოდ ეს იქნება ჩვენი გადარჩენის გზა. უფალმა მოიხსენოს ლაშას სული, სადაც მართალი განისვენებენ და ღმერთი იყოს მისი და ჩვენი ოჯახების მფარველი!ამინ“, - წერს მომღერალი.
ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.