გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით მარიამ ქინქის მივმართეთ.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ბავშვობაში დიზაინერობა მინდოდა, ჩემი თოჯინებისთვის ტანსაცმელს ვქმნიდი ხოლმე. ზუსტად ვიცოდი, რომ მე ნამდვილად ვარ და ვიქნებოდი განსხვავებული.
ახლა რამდენიმე ბიზნესგეგმა მაქვს, ყოველ საღამოს, როცა ბავშვები „პრაიმ ჰაუსში“ ჩხუბობენ, მე მაქვს კალამი, ჩემი უსაყვარლესი ბლოკნოტი, ჩემი წიგნი.. ვფიქრობ ვკითხულობ და ვწერ ბიზნეს გეგმებს.
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
მინდოდა მქონოდა ნიჭი იმისა, რომ უფრო მეტად შემეგრძნო სხვა ადამიანები;
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
საკუთარ თავს;
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
თუ ჩემს ოცნებებს ვუღალატებ...
→ სად იცხოვრებდი?
ან იტალიაში, ან პორტუგალიაში. ჩემი ორი საყვარელი ქვეყანაა...
→ რამ გაგაოცა ბოლოს?
ჩემს ივენთზე მოსული ხალხის რაოდენობამ გამაკვირვა. ეს იყო დახურული ივენთი, +18.
→ პირველი სამსახური იყო?
12-13 წლის ვიყავი, ჩემს დაქალს ჩავკიდე ხელი და ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მივედით. იქვეა კაფე, სადაც ყავას ამზადებენ. იქ ვუთხარი, ახლა ფული არ მაქვს, მაგრამ თქვენ რომ ყავას მომყიდით, ორმაგად დაგიბრუნებთ, დანარჩენი პროცენტი ჩემია თქო... ლარიან ყავას 5-დან 10-ლარამდე ვყიდდი და ჩიფსებისთვის და შოკოლადებისთვის მყოფნიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მერე ეს ჩემმა მშობლებმა გაიგეს, სახლში გამომკეტეს და 1 თვე სკოლაშიც არ მიშვებდნენ. ეგონათ, რომ იქაც რაღაც ბიზნესებს ვატრიალებდი.
ბავშვობიდან მამამაც იცოდა, რომ ბიზნესს არა ძმას, არამედ მე მაბარებს. მამა ინდმეწარმეა, სარემონტო მასალები აქვს.
ჩემი პირადი ბიზნესი +18 კონტენტია. ასევე ლექციებს ვატარებს სექს ქოუჩინგის თემაზე. ხშირად ინგლისურ და რუსულენოვანია. ქართული აუდიტორიაც მყავს, მაგრამ უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, როცა ინგლისურ და რუსულ ენებზე ვატარებ, ისინი უფრო მარტივად იგებენ ყველაფერს.
„პრაიმ ჰაუსიდან“ რომ გამოვალ, კარგი გემრიელი ბიზნესის გაკეთება მინდა. არა მარტო ქალებისთვის... მე ვარ მარკეტოლოგიც, გრაფიკული დიზაინერიც და შემიძლია, ქალებს ვასწავლო ონლაინ პროფესიები, ძალიან მარტივად და გასაგებად. მინდა, ქალებს ფულის გამომუშავება მარტივად ვასწავლო. მიმართულება იქნება სოც. მედია მენეჯმენტი და ა.შ.
→ რით ხარ გამორჩეული?
მთელი ჩემი არსებით, შეგნებით, განათლებით, სიამაყით, სითამამით, სიბრძნით და უბრალოდ იმით, რომ მე ვარ დედოფალი...
→ რით ხარ უკმაყოფილო?
ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ ყველაფრით. რაც შეეხება დანარჩენს, ადამიანები ვერ ხედავენ შესაძლებლობებს, წუწუნებენ და არ იბრძვიან საკუთარი მიზნებისთვის...
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
არ ვარ არავისზე და არაფერზე დამოკიდებული. ჩემი აზრით, 18 წლის შემდეგ ბავშვმა უნდა მოახერხოს მშობლებთან სეპარაცია, თუ არადა, მისი საქმე ცუდადაა. მიყვარს მშობლები, მაგრამ არა ტოქსიკურად.
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
არაფრის მრცხვენია...
→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
თავდაჯერებული, თამამი, დედოფალი
→ ბოლოს რაზე იტირე?
პაატას წასვლაზე...
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
არასდროს დამავიწყდება, როდესაც ევროპაში ჩავედი. ყველას ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო... იქ ჩემი თავი ჩემით გამქონდა. ყოფილა მომენტი, როცა პური მომიპარავს და უკომპიუტეროდ ვისწავლე გრაფიკული დიზაინი. ათასი წამებით... ძალიან რთულად მივაღწიე იმ ჩემს განათლებას, რაშიც ოფლი და სისხლი მაქვს ჩადებული. განათლება ვილნიუსში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში მაქვს მიღებული. ვისწავლე მარკეტინგი, ვებ, გრაფიკული დიზაინი, სოცმედია მენეჯმენტი... ყველას ჰგონია, რომ ძალიან მარტივად მივაღწიე... ჩავდე სისხლი, ოფლი, იყო შიმშილობა, უფულობა... ეს ყველაფერი დაახლოებით, 4 წელს გაგრძელდა.
მშობლები ვერ მეხმარებოდნენ, არ ჰქონდათ შესაძლებლობა. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი 2-3 სამსახურში ერთდროულად...
→ რას ნანობ?
ვნანობ, რომ ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ უფრო მალე არ დავდექი ფეხზე ისე მაგრად, როგორც ახლა ვდგავარ. მქონდა დეპრესია, კვებითი აშლილობა, მქონდა სუიციდის ფიქრები და მცდელობაც, საკუთარი თავის ზიზღი და ა.შ. ვნანობ, რომ უფრო მალე არ მოვედი აზრზე, არ შევხედე ჩემს თავს სარკეში და არ მივხვდი, რომ მე ვარ დედოფალი.
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
ახლა რომ შემეძლოს, დედაჩემს ყველაფრისთვის მადლობას გადავუხდიდი. იმისთვის, რომ მე მან ცხოვრება მაჩუქა, ძალიან მაგრად ჩავეხუტებოდი, ვაკოცებდი და ვეტყოდი - ყველაფერი ისე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, როგორც უნდა მომხდარიყო, გინდ ჩემთან და გინდ მასთან.
დედასთან ძალიან რთული ურთიერთობა მქონდა. მშობლებს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, დედას აგრესია შემდეგ ჩემზე გადმოჰქონდა, რაც მე, პატარა გოგოს ძალიან მწყინდა... მე ბედნიერი ვარ... დედა მოვიდა და რაღაცნაირად ბოდიში მომიხადა რომ მაშინ ასე იყო და ბევრი რამის შეცვლა უნდოდა.
ახლა არაფერს შევცვლიდი, ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც იყო, რომ 25 წლის ასაკში ასე ჩავხუტებოდი.
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
ხალხისთვის მეჩუქა ის წარმატება და იმ წარმატების შეგრძნება, რაც მათ სურს.
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
„რას ვიზამთ, ხდება ხოლმე...“