„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით დიმიტრი ლიპარტელიანს მივმართეთ. დიმიტრი აფხაზეთიდან დევნილი, ტაროლოგი, მხატვარი და ფსიქოლოგია. 27 წლისაა, ჰყავდა 3 ცოლი და ზრდის 2 შვილს.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ღმერთის ნაჩუქარი ერთი და იგივე შესაძლებლობები, რომელიც მთელ დედამიწას გვაქვს, ყოფილიყო თანაბრად განაწილებული. დღესაც იმავეზე ვოცნებობ - ვიყოთ თანასწორები და არ ვიყოფოდეთ ფენებად. ყველა ადამიანი ერთი და იგივე შესაძლებლობების მქონეები ვართ. ნებისმიერი სიტუაციის აღქმა და შეთვისება შეგვიძლია ისე, როგორც ნებისმიერ სხვას, მნიშვნელობა არაფერს აქვს.
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
ყოველთვის მინდოდა, რომ ხატვის ნიჭი მქონოდა. ყველაზე ცუდად ეს საქმიანობა გამომდიოდა. საბოლოოდ, იმდენი შევძელი, რომ ბოლო პერიოდში, ჩემი ნახატებით მოხიბლული ვარ. ხელოვნების მიმართულებით, ყველაფერში თვითნასწავლი ვარ.
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
კითხვას;
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
ისეთი სიტუაცია არ არსებობს, დედას ჩემთვის რომ არ გაეგოს ცხოვრებაში. ვერ ვხვდები, რაში შეიძლება ვერ გამიგოს.
→ სად იცხოვრებდი?
საქართველოში - აფხაზეთში... ოჩამჩირეში, სოფელ არადუში. მიწაზე მუშაობაში, ყოველდღე, ოფლში გავიღვითქებოდი დიდი სიამოვნებით.
→ რამ გაგაოცა ბოლოს?
ხალხის სიყვარულმა, რომელიც დავიმსახურე. ძალიან მინდოდა, ეს ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო.
→ პირველი სამსახური იყო?
9 წლის ვიყავი, ბანანების გამყიდველად ვმუშაობდი. დიდუბის მეტროსთან, გვირაბში... ძალიან ბევრი ადამიანი ამ სიტყვებით ალბათ მიცნობს. მე ბანანი არ გამიყიდია ისე, რომ ჩემთვის ვინმეს არ ეკოცნა. დაახლოებით, 100 მეტრის მოშორებით ბებიაჩემი ხელნაკეთი ყვავილებით ვაჭრობდა, რომელსაც დღემდე ყიდის. 9 ასაკიდან დავიწყე შრომა, სხვათა შორის, საკმაოდ კარგი შემოსავალი მრჩებოდა. ზაფხულში საკმაოდ კარგი შემოსავალი მრჩებოდა ზაფხულში. მიქმნიდა იმ პირობებს, რომ ჩამეცვა, სკოლისთვის მოვმზადებულიყავი, წიგნები მქონოდა... არა მარტო მე, ასევე ჩემს დებსაც. ზაფხულში ჩემს გენიალურ სოფელში, მარტვილის რაიონში არ მივდიოდი, ბებოსთან ჩამოვდიოდი და მთელი არდადეგები ვშრომობდი... კვირაში ერთხელ თბილისის ზღვაზე განავარდებით ვტკბებოდი... ამის პარალელურად, მეორე სეზონზე მეორე სამსახური შევითავსე - დრო მქონდა გათვლილი, როცა კარგი მუშაობა იყო, და მარკეტინგი სწორედ ასე შევისწავლე, ერთ-ერთ კომპანიაში გადავდიოდი და ვეხმარებოდი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და ქუჩაში ხატებს ვყიდდი. ეს უკვე ღამის საათებში - 3 თვის განმავლობაში დღის მთელ მონაკვეთს შრომაში ვხარჯავდი. ძალიან მიყვარდა მარჯანიშვილზე, მეტროს გვერდით ბურგერები, ნახევარ თანხას იქ ხარჯავდი (იცინის).
შრომის ფასი რომ ვიცი, ამ ყველაფერში წვლილი ბებიას მიუძღვის, მამაჩემის დედას, ზოია მიქავას, რომელიც ნამდვილად უნიკალური ქალია. ამის პარალელურად, მასწავლიდა უცხო ენებს: გერმანულს რაღაც დონეზე და რუსული ძალიან კარგად შევისწავლე სწორედ 9 წლის ასაკიდან.
→ რით ხარ გამორჩეული?
ჩემი აზრით, ადამიანობით. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მინდა ჩემს ცხოვრებაში ხდებოდეს, არის ის, ვიძინებდე ყოველ საღამოს სხვა ადამიანად და ვიღვიძებდე ყოველ დილით უკეთესად. ვფიქრობ, ამით გამოვირჩევი კიდეც: შემწყნარებლობით, მიმტევებლობით.
→ რით ხარ უკმაყოფილო?
ცხოვრებაში უკმაყოფილო არაფრით ვარ, მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის... რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ყველა განსაცდელმა წარმატების გზაზე წამიყვანა და მომცა საშუალება, უკეთესი ვყოფილიყავი. ჩემი ორი შვილით ვარ ყველაზე კმაყოფილი. მყავს 6 წლის ლაშა-გიორგი ლიპარტელიანი და 4 წლის ლილე.
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
ამწუთას, ვის გარეშეც ცხოვრება ყველაზე მეტად მიჭირს და ვერ ვცხოვრობ, დედაჩემია, რომელიც უკვე მეოთხე წელია, ემიგრანტია იტალიაში.
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
მეც მაქვს ისეთი დანაშაულები ადამიანების მიმართ ჩადენილი, რომლის მსგავსსაც დღეს ცოტა სხვანაირად შევხედავდი. მრცხვენია იმ ყველაფრის, რაც დამიშავებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვუყვარდი, ან თუნდაც, არ ვუყვარდი... მეტი არაფრის მრცხვენია.
→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
სამართლიანი, მოსიყვარულე, პატრიოტი;
→ ბოლოს რაზე იტირე?
ბოლოს ვიტირე და ეს მაყურებელმაც იხილა როდესაც ჩემი ბავშვობის სტრესები გაცოცხლდა. ისევ და ისევ ჩაგვრაზე... სხვა არაფერზე მეტირება. გულჩვილი ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, ნებისმიერ სიტყვას, ჩემს მიმართ მომართულს გულში ვინახავ იმისთვის, რომ შევცვალო, გამოვასწორო ან ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ ეს არ უნდა შევცვალო.
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
ლაშა-გიორგის დაბადება, შემდეგ ლილესი. მე ვერც ერთს დავესწარი, ერთს დედაჩემი დაესწრო, მეორეს ჩემი და...ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ის მომენტი, რომელიც არასდროს წაიშლება.
→ რას ნანობ?
აღსარებასავით გამოდის, ვნანობ იმას, რომ შევწყვიტე ცხოვრება, რომელმაც მე ყველაზე სწორ გზაზე დამაყენა, გამზარდა და იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, სახლში პური მომიტანა, 10 წელი ვმსახურობდი და ტაძარში აღარ დავდივარ. სტიქაროსანი ვიყავი, არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით თავი ვიმართლო, უბრალოდ ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ რაღაცნაირად გავზარმაცდი. სიყვარულის მეტი ტაძრიდან არაფერი წამომიღია. მადლობას ვუხდი მამა ზოსიმეს, რომ მაშინ როცა მამა ყველაზე მეტად მჭირდებოდა და მყავდა ერთი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და აფხაზეთის ომის ვეტერანია, იმ სიტუაციებში სადაც დანაკლისები იყო (ფინანსური, სულიერი, დრო) მამა ზოსიმემ შემივსო ეს ყველაფერი 10 წლის განმავლობაში. დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს იმ ადამიანად შედგომაში, რომელიც ახლა ვარ დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ბებიების შემდეგ.
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
არაფერს შევცვლიდი, მადლობელი ვარ ღმერთის;
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას ვისურვებდი;
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
ბაბუ, მაგრად „მევასება“. ბავშვობიდან მომწონს, მაგრამ ერთ რამეს გაგიმხელთ: შეიძლება, ცოტა მიმბაძველობა იყოს, მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მეტად კოტე თოლორდავასგან შემიყვარდა. უმაგრესი პიროვნება იყო, ვიცნობდი პირადად, ძალიან ბევრი, კარგი შეხვედრა გვქონია ერთმანეთთან. ყოველთვის ვიყენებდი ამ სიტყვას, ეს ჩემი ბავშვობაა... ყოველთვის ჩემზე უფროსი ძმაკაცები მყავდა, კარგი თბილისელები, მაგათ ვენაცვალე.