დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ უკვე ყოფილ მონაწილეს, სვეტა ბაგდასაროვას მივმართეთ.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ვყოფილიყავი კარგი ადამიანი;
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
მსახიობობა მინდოდა... ახლაც შეიძლება..
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
ჩემს შვილებს;
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და არასდროს გვიჩხუბია...
→ სად იცხოვრებდი?
მარტო თბილისში... ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. ემიგრანტი ვიყავი რუსეთში, ციმბირში გავიზარდე. მამაჩემს ჰქონდა იქ ბიზნესი... შემდეგ ჩამოვედით და არსად მინდა წასვლა. სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემი ქალაქი მენატრება.
→ რა გაგაოცა ბოლოს?
დიმის პროვოკაციულმა საქციელებმა.
→ პირველი სამსახური იყო?
მანიკიურის სპეციალისტობით დავიწყე, 15 წლის ვიყავი. თან ფილოლოგიურზე ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი.
→ რით ხარ გამორჩეული?
ჩემი დადებითი ხასიათით, პოზიტივით.
→ რით ხარ უკმაყოფილო?
პროვოკაციებს რომ ავყევი;
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
ჩემი შვილების გარეშე ვერ ვიცხოვრებდი...
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
არაფრის მრცხვენია, მთელი ცხოვრება სწორად ვცხოვრობ...
→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი
მხიარული, პოზიტიური, სამართლიანი;
→ ბოლოს რაზე იტირე?
უსამართლობაზე;
→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება
მამაჩემი რომ გარდაიცვალა...
→ რას ნანობ?
უფრო მეტ დროს ვერ ვუთმობდი ჩემს მშობლებს, იმიტომ, რომ ბიზნესი და სამსახური მქონდა... ამას ვნანობ;
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
გავხდებოდი მსახიობი;
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
ჯანმრთელად ვიყოთ...
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
ძალიან მიყვარხართ!