ამერიკელმა კაცმა მოიშინაურა ბაყაყი, რომელიც მაღაზიაში ნაყიდ სალათის ფურცლებში იპოვა

ბაყაყი

ამერიკელმა კაცმა მოიშინაურა ბაყაყი, რომელიც მაღაზიაში ნაყიდ სალათის ფურცლებში იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საიმონ კურტისმა გადაწყვიტა სალათის ფურცლებში აღმოჩენილი ბაყაყი თავისთან დაეტოვებინა. მან სოციალურ ქსელში გამომწერებს ბაყაყის მოვლის შესახებ რჩევებიც კი სთხოვა. 

 

კურტისმა ბაყაყს დროებითი საცხოვრებელი მოუწყო და საკვებითაც მოამარაგა. როგორც უცხოური მედია წერს, ახალ მეგობარს მამაკაცმა სახელად ტონი დაარქვა. 

საიმონმა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვობაში ლეიკემიას ებრძოდა, მისი საუკეთესო მეგობარი ხის ბაყაყის ფუმფულა სათამაშო იყო.