პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

patriarqi

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი
და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“ - ნათქვამია სამძიმრის წერილში.