ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
პრემიერ-მინისტრ ორბანის ისევე, როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით ჩვენ შევძლებთ, გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ინერგება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების დღის წესრიგის გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით, უნდა ჰქონდეს ამ პროცესის, - განუცხადა უნგრეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
„პირდაპირ განგვიცხადა პრემიერ-მინისტრმაც, რომ გვაქვს მისი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სრული მხარდაჭერა, რომ ეს გაწევრიანება დაფუძნებული იყოს მიღწევებზე, დამსახურებებზე საქართველოს მხრიდან და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მავნე პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რაც სამწუხაროდ, ხდება დღესდღეობით.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანის ისევე, როგორც ევროკავშირში მისი თანამოაზრეების დამსახურებით ჩვენ შევძლებთ, გარდავტეხოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ინერგება, როდესაც ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების დღის წესრიგის გატარების ინსტრუმენტად აქცევენ ინტეგრაციის გზას და არა იმ საქმიან მიდგომას, რომელიც წესით, უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, როდესაც ინსტიტუციურ, სტრუქტურულ თუ სამართლებრივ დაახლოებაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან. ამიტომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გზაზე, ისე - პრაქტიკული, მთავრობებს შორის ურთიერთობების.
იცით, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და უნგრეთს შორის. ეკონომიკური საბჭო, რომელიც იმართება ყოველწლიურად და წელსაც იქნება ასეთი საბჭო. ჩვენ ეს სტრატეგიული ურთიერთობა ახლა პარლამენტებს შორისაც გვაქვს იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ. ესეც გულისხმობს საკანონმდებლო პროცესში ჩვენი ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მხრივ, უნგრეთის გამოცდილებასაც გავეცნოთ და მათი მხარდაჭერა და დახმარება გვქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა.