ძილის დარღვევა გულის დაავადებების, დემენციისა და დიაბეტის რისკს ზრდის - კვლევა

ძილი

 ძილის რეჟიმის დაცვამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს დიაბეტი და გულის დაავადებები და გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.ამის შესახებ Daily Mail-ს განუცხადა ლონდონის კინგს კოლეჯის დაბერების კვლევის ცენტრის დირექტორმა რიჩარდ სიოვმა. სიოვმა განმარტა, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭიროა არა მხოლოდ შვიდიდან - ცხრა საათის ძილი, არამედ ძილისა და გაღვიძების ჩვევის გამომუშავება.

მეცნიერის თქმით, გრაფიკის დაცვა ეხმარება ორგანიზმს ბუნებრივად მოერგოს ძილ-ღვიძილის რეგულარულ ციკლს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა 2023 წელს ჩატარებული კვლევით აჩვენა, რომ აშკარა კავშირია ძილის დარღვევასა და გულის დაავადებების, დემენციისა და დიაბეტის გაზრდილ რისკს შორის.

ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები ბოსტონიდან. სიოვმა აღნიშნა, რომ შედეგების მიხედვით, მამაკაცები, რომლებსაც კარგად სძინავთ, საშუალოდ ხუთი წლით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც საკმარისად არ სძინავთ. ღამის კარგი დასვენება ასევე ახანგრძლივებს ქალების სიცოცხლეს თითქმის ორ-ნახევარი წლით. მეცნიერმა დასძინა, რომ ძილისთვის ტვინის მოსამზადებლად რეკომენდებულია გაჯეტებზე უარის თქმა დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

ასევე აუცილებელია სპეციალური საღამოს რიტუალების შემუშავება, რომელიც ამშვიდებს სხეულს. ეს შეიძლება მოიცავდეს კბილების გახეხვას და წიგნის კითხვას.

 წყარო