A$AP Rocky და რიანა მესამე შვილს რეპერის ადვოკატის სახელს დაარქმევენ

A$AP Rocky და რიანა მესამე შვილს რეპერის ადვოკატის სახელს დაარქმევენ – გაიგე, რატომ

 კვირაში მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიპყრო. მას ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით თავის ყოფილ კოლეგასა და მეგობარზე, A$AP Relli-ზე თავდასხმას ედავებოდა.

რეპერმა ბრალდება უარყო. მისი დაცვის მხარის მტკიცებით, ინციდენტის დროს რეპერს მხოლოდ სარეკვიზიტო იარაღი ჰქონდა, რომლიდანაც ცეცხლს ფიზიკურად ვერ გახსნიდა. 

A$AP Rocky-ს, რომელსაც რიანასთან ერთად ორი შვილი, 2 წლის რიზა და 18 თვის რაიოტი ჰყავს, 24-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მას გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

რეპერი ვერდიქტის მოსმენისთანავე რიანას ჩასახუტებლად გაიქცა: 

 

 

ცხადია, რიანა და A$AP Rocky წარმოუდგენლად გახარებულები იყვნენ სასამართლოს განაჩენით. მათ სიხარული და მადლიერება რეპერის ადვოკატთანაც გამოხატეს. "ისინი ჩამეხუტნენ და მითხრეს, რომ შემდეგ შვილს A$AP ჯოს დაარქმევენ. მე ვუთხარი, რომ ამას ვიმახსოვრებ!" — თქვა რაკიმ მეიერსის ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მეიერსმა ისიც უთხრა, რომ ადვოკატს უკვე ოჯახის წევრად მიიჩნევს და ძალიან უყვარს. "მან არ იცოდა, იმ დღეს სახლში წავიდოდა და თავის შვილებს ნახავდა, თუ ორი ათწლეულის ათვლას ციხეში დაიწყებდა. დასკვნის გამოცხადების შემდეგ მან ხელი მომკიდა და მითხრა, "ჯო, ვიცი როგორც იბრძოლე. ვიცი ყველაფერი, რაც ჩემთვის გააკეთე და ამას ძალიან ვაფასებ" — თქვა ადვოკატმა.