ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

ტატო გრიგალაშვილი

პოლონეთის დედაქალ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ტატომ ექვსივე დაპირისპირება მარტივად მოიგო – ქართველმა ფინალში ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა.

იმავე წონაში ფინალურ ბლოკში იჭიდავა ნიკოლოზ დავლაძემაც, მაგრამ მან ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა ესპანელ როდრიგესთან დათმო.

ვარშავის ღია პირველობაზე სულ 14 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და გრიგალაშვილის გარდა, ყველა მათგანი ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.