VIDEO: რა ხდება ამ წუთებში მტკვართან, სადაც რამდენიმე საპატრულო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული
1741080571
სომხეთის ნაკრებს საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი ოფში ერთ-ერთი ლიდერი, ედუარდ სპერციანი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
სპერციანი რუსული კლუბის, „კრასნოდარის“ კაპიტანია. სომეხი ნახევარმცველი პირველ მარტს, რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში, სამარის „კრილია სოვეტოვთან“ მეორე ტაიმში შეცვალეს, მან მოედანი ელექტრომობილით დატოვა.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზულია. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების შესახებ კლუბის ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში ელიან. თუმცა უკვე ცნობილია, რომ სპერციანს მუხლის ტრავმა აქვს და დაახლოებით ერთი თვე მაინც გაუცდება. შესაძლოა, მეტიც.
პორტალი Transfermarkt-ი სომეხი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს. სპერციანი „კრასნოდარის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, თუმცა შემტევმა ნახევარმცველმა სომხეთის ნაკრებში თამაში ამჯობინა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოუძახებლობამ განაპირობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფში 20 მარტს ერევანში შეხვდება, ხოლო 23 მარტს თბილისში უმასპინძლებს.