VIDEO: ვრცელდება მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ამოყვანის კადრები
1741090357
„ბოლო ორ თვეში ყველამ კარგად დაინახა სად იყო და სად არის სიმართლე, ვინ არის საქართველოს ნამდვილი პატრიოტი და ვის მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ღირსებით ევროპისკენ. უსამართლო დამოკიდებულებები არც ახლა გვიკვირს, არ გვიკვირს არც ორმაგი სტანდარტები, რადგან ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. დამანგრეველი ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგაც მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, საქართველო კი გააგრძელებს განვითარებას და ვერავინ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს გადაყვანას“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, გეოპოლიტიკური რყევების ფონზე, საქართველო კვლავაც აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.
„იანვარში რეკორდული 11.1% ზრდა გვაქვს, მაშინ როდესაც საშუალო ევროპული მაჩვენებელი არის მხოლოდ 1%. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, მოხალისეები გაგვეგზავნა და მეორე ფრონტი გაგვეხსნა, საქართველო ჩამოიქცეოდა. 6-მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიციის ნაცვლად, ჩვენი ისტორიული ქალაქების აღდგენაზე დაგვჭირდებოდა სახსრები. დღეს გვაქვს მშვიდობა და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის, წინა და ამ მოწვევის პარლამენტარების, სამთავრობო გუნდის და ჩვენი თითოეული მხარდამჭერის დამსახურებაა, მილიონ ასოცი ათასი ადამიანის დამსახურებაა, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა 26 ოქტომბერს და სწორედ მათ ნებას ვემსახურებით დღეს ჩვენ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.