1728312638
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში დასრულდა - ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა
თელავში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე დღეს 73 კგ-ში ჩემპიონი გიორგი ჩიხელიძე გახდა, რომელმაც ფინალში მიხეილ ბახბახაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლები საბა ხალიშვილმა და ლუკა კაპანაძემ მოიპოვეს.
81 კგ-ში ოქროს მედლის მფლობელი დიმიტრი გოჩილაიძე გახდა. ფინალურ ორთაბრძოლაში მან ვლადიმერ ახალკაცს სძლია. მესამე ადგილზე ზაურ დვალაშვილი და კოტე კაპანაძე გავიდნენ.
90 კგ-ში ოქროს მედალი გამოცდილმა უშანგი მარგიანმა მოიპოვა, რომელმაც გიორგი ჯაბნიაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ბაქარ ერაშვილმა და აკაკი ჯაფარიძემ მოიპოვეს.
100 კგ-ის ფინალში მიხეილ ჯაფარიძემ იმედა გოგოლაძეს სძლია, ბრინჯაოს მედლებს კი ონისე სანებლიძე და სოსო ებილაშვილი დაეუფლნენ.
მძიმეწონოსნებში ჩემპიონი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში ირაკლი დემეტრაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლები კი საბა ინანეიშვილმა და უჩა ტაბატაძემ მოიპოვეს.
ავტორი: ირაკლი გოგვაძე