სპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანში
1701785520
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.
„29 წლის მოფარიკავემ კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძე გრან პრის (ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან) პირველი ქართველი გამარჯვებულია! ტუნისის გრან პრის ფინალში სანდრომ იტალიელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15-8 დაამარცხა!“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.