საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ნაპოლისა და იუვენტუსის მატჩზე ისაუბრა, რომელიც ნეაპოლელებმა 5:1 მოიგეს.
საკიმ თქვა, რომ ლუჩანო სპალეტის გამო მიმდინარე სეზონში ნაპოლის გულშემატკივარია, რადგან ფიქრობს, რომ ტოსკანელი სპეციალისტი სკუდეტოს მოგებას იმსახურებს. გარდა ამისა, მან იუვენტუსის კარში ხვიჩა კვარაცხელიას გოლზეც ისაუბრა.
"სპალეტის ვგულშემატკივრობ. კვარას გოლზე ვყვიროდი კიდეც, ჩემს ცოლს შეეშინდა და დაიყვირა: "არიგო, რა ხდება?!"... დადგა დრო სპალეტიმ სკუდეტო მოიგოს, იმიტომ, რომ მისი თამაში და იდეები სწორია, იტალიაში ეს გამონაკლისია, ის ყველას აჩვენებს, რომ ლამაზად თამაში შესაძლებელია. განსაკუთრებით გაოცებული ვარ ნაპოლის სამი ფეხბურთელით. ესენი ლობოტკა, კვარა და ოსიმენი არიან".
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.