1794553553
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის შიგნით სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი, რომ უნდა გაივლოს ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა
საქართველოს განცხადებებს აკრიტიკებენ ისინი, ვისაც სურს ახალი ინტერნაციონალის სახით ჩამოყალიბებული ერთობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო ერთი ცენტრიდან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებაზე, რომ „ესპანეთი იმართება არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს აირესიდან, თელ ავივიდან, არამედ ესპანეთიდან, არ დავუშვებთ, ჩვენი ქვეყანა რომელიმე ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის უკანა ბაღი გახდეს“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირში სულ უფრო მეტად იმარჯვებს საღი აზრი.
„სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი ევროკავშირის შიგნით სხვადსხვა ქვეყნებისგან, რომ უნდა იყოს გავლებული ზღვარი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გარე ჩარევას შორის. ეს არის ევროკაშირის მოსახლეობის მოთხოვნა. იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ამ მოთხოვნას არ მიჰყვებიან, ვხედავთ, აღარ აქვთ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა. გერმანიაში, საფრანგეთში ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა 20%-ზე ქვემოთ არის, 10%-ის გარშემოა. ეს აჩვენებს, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებები აღარ გამოხატავენ საკუთარი ხალხის ნებას, მათ შორის იმ საკითხში, იმოქმედონ საკუთარი მოსახლეობის სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











