28 წლის გოგო, რომელმაც ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა
1731680284
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ. ამის შესახებ რამდენიმე ავტორიტეტული უცხოური გამოცემა იუწყება.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ უეფას შტაბბინაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ჩაინიშნა, რომელიც ხვალ, საქართველოს დროით 13:00 საათზე გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებს და ახალი მასპინძელი ქალაქის ვინაობას დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ომი ოფიციალურად ჩვენი დროით გამთენიისას, 07:00 საათიდან გამოუცხადა და უეფას მხრიდან სანქციაც სწორედ ამას უკავშირდება.
მთელი დღის განმავლობაში რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 40-მდე უკრაინელი სამხედრო, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღწევს.