VIDEO: „სად აგდიხარ, ბიჭო?!... ვის რად უნდა შენი ბოდიში...“ - რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია 5 პირი

შსს-ს ფარული ჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“.

„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია - წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ. „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან - 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ. რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.