რა თქვა და როგორ შეაფასა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში

ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში „ბრესტთან“ (7:0) დიდებული თამაშის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა და მისი თამაში შეაფასა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, ქართველი ფეხბურთელი ტოპ მოთამაშეა და ამაში არ ეპარებათ.

„რთულია ისეთი მოთამაშეების პოვნა, რომლებიც შემადგენლობას გააუმჯობესებენ. ფაქტია, რომ მას ნამდვილად სურს, თავის გუნდს დაეხმაროს. როდესაც თქვენ ხედავთ ფეხბურთელს, რომელიც თავდაცვაში დიდ ძალისხმევას დებს ბოლო წუთებზე, როდესაც ანგარიში 7:0-ია, რათა დაეხმაროს გუნდს, ეს არის ის, ვისაც უნდა გუნდის გაუმჯობესება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

ცნობისთვის, სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა კვარას ყველაზე მაღალი 9.3 შეფასება დაუწერა და ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.