საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740213067
OpenAl-მა განაცხადა, რომ ChatGPT-ში ახალი ზომები დაინერგება, რომლებიც მიზნად ისახავს მიკერძოების შემცირებას და პლატფორმის ნეიტრალობის გაუმჯობესებას.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ მოდელის დახვეწაზე, რათა მომხმარებელს უფრო დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. ახალი მიდგომები ეფუძნება მონაცემების გაფილტვრას, ალგორითმების გაუმჯობესებას და მექანიზმების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა პერსპექტივის უკეთ წარმოჩენას.
OpenAl-მა ასევე აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ ChatGPT-ის მონიტორინგსა და განახლებას, რათა თავიდან აიცილონ მიკერძოებული პასუხები და მომხმარებელს უფრო სანდრო და სამართლიანი შედეგები შესთავაზონ.