ქომაგთან მივიდა და ბოდიში მოუხადა... - რა მოხდა „ნაპოლი“ „სპეციას“ მატჩის დაწყებამდე?

ნაპოლი

სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" სტუმრობს, პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე, მოთელვისას, ვიქტორ ოსიმენის დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარს მოხვდა, ნიგერიელი კი ქომაგთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.

ჩემპიონატის ბომბარდირი ტაშით დააჯილდოვეს.