1740372372
„ნაპოლის“ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა...“ - ანტონიო კასანო

„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. 40 წლის იტალიელმა საკუთარი პოზიცია Bobo TV-სთან დააფიქსირა და „პარტენოპეის“ შეუცვლელი ფეხბურთელი დაასახელა.
„იუვენტუსთან შეხვედრაში, ოსიმენმა სტრატოსფერული გოლი გაიტანა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ „ნაპოლის“ ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა. ამაზე სერია A-ს მიმდინარე სეზონიც მეტყველებს. კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ „ნაპოლი“ მატჩებს მათ გარეშეც იგებს. ლობოტკა უნიკალური სტილის ფეხბურთს გვაჩვენებს, სპალეტი კი მანათობელი შუქურაა“. - თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.