პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაპოლის“ ლეგენდამ, ანტონიო კარეკამ (რომელიც ნეაპოლურ კლუბში დიეგო მარადონას პარტნიორი იყო), Corriere dello Sport-Stadio-სთან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის გუნდზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.
„ანბანის მიხედვით ჩამოვთვლი გვარებს, რომლებიც ჩემთვის „ნაპოლისთან“ ასოცირდება, ესენი არიან მწვრთნელები, პრეზიდენტები, სპორტული დირექტორები და მოთამაშები, მათ შორის, ახალი თაობიდან. გამოვარჩევდი მერეტს, კიმს, კვარაცხელიას, ლობოტკას, ლოზანოს, ოსიმენს და, რა თქმა უნდა, სპალეტის.
მოთამაშე, რომელმაც ყველაზე მეტად მომხიბლა? კვარაცხელიას ისეთი თვისებები აქვს, რომელიც სამხრეთამერიკელებს გამოარჩევთ, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ ყველზე მეტად მაინც ოსიმენის თამაშით მოვიხიბლე. ის ტექნიკური თამაშით შეიძლება არ გამოირჩევა, მაგრამ ბევრს მუშაობს, საქმის შესრულება და გოლის გატანა შეუძლია, დაუღალავია და მოედნის ყველა მონაკვეთში მოძრაობს.
„ნაპოლი“ სკუდეტოს მოსაგებად დამაჯერებლად მიიწევს წინ. ტიტულს ჯერ კიდევ მოპოვება სჭირდება, მაგრამ ასეთი უპირატესობის განიავება თითქმის წარმოუდგენელია“, – ამბობს ანტონიო კარეკა.