„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია. ქართველმა „მანქანამ” რუსი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილმა დღევანდელ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა – ქართველი მებრძოლს ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული.
„მიყვარხართ ქართველებო! მადლობა ამერიკა!“ – UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლიგაში საქართველოს კვლავ ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს: მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია.