1737285948
მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებასთან ერთად, ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა
დომინაცია 2 რაუნდის შემდეგ და სრული უპირატესობა ჩატარებულ 5 რაუნდში - გამარჯვებასთან ერთად მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ახალი რეკორდიც დაამყარა და ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა. სან პიერს, UFC-ის ისტორიაში, მეტოქე მიწაზე 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი, თუმცა ახლა ეს უპირატესობა ქართველი მებრძოლის ბალანსზეა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.