ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება - მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
პროკურორმა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ისაუბრა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატებმა გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცველებმა ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მოგვიანებით, მას მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.
მათე დევიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.