გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენს 24 იანვარს გამოცხადდება

  გიორგი ოკმელაშვილი

მაისის აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენს 24 იანვარს გამოაცხადებენ. დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართა, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის ადვოკატმა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდების მოხსნა მოითხოვა, რასაც პროკურორი დაეთანხმა. დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ის თავდაპირველად სწორედ ამ ბრალდებით აიყვანეს, საქმეში მოგვიანებით გაჩნდა ნარკოტიკი.