1737285948
„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი
"ჰამასი"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება, ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორზე დარტყმებს განაგრძობენ. სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში დღეს დილით უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ამბობს, რომ "ჰამასმა" მათ მძევლების სახელები არ გადასცა, ისრაელი კი, სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს მანამ, სანამ "ჰამასი" აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი 15 იანვარს მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, 15 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი, 42 დღის განმავლობაში უნდა შეჩერდეს და გათავისუფლდეს ღაზაში მყოფი 33 ისრაელელი მძევალი.