გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
სამართალდამცველებმა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, თემქის პოლიციასთან 6 პირი დააკავეს - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ასევე, როგორც შსს-ში აცხადებენ, თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას:
"2024 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვა.
თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას და ერთ-ერთი მათგანი დაკავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 5 პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას ნიღბის მოხსნის შესახებ,"- განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.