„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი​

მერაბ დვალიშილი

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა. მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა. ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა უმარ ნურმაგომედოვმა და როგორც იგი ამბობს, წაგებას არ იმსახურებდა.

„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა“, - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა მას შემდეგ, რაც UFC311-ზე, სატიტულო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა.