ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი მოკლა
1742239112
ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ პაოკ-ში ითამაშებს. ის ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. საქართველოს ნაკრების და „პანსერაიკოსის“ მეკარეზე ინფრომაცია Geo Team-მა გაავრცელა.
სალონიკის კლუბმა 25 წლის მეკარესთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „პანსერაიკოსს“ ქართველ მეკარეში 1 მილიონი ევროს გადაუხდის. ფიფა-ს წესებით, მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვით ადრე მოთამაშეს ახალ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება გააჩნია.
ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში „პანსერაიკოსის“ ფორმით საბერძნეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და მათგან 4-ში კარი მშრალად შეინარჩუნა. ეს სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.