სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
კაია კალასი თუ თვალებში ნაცარს არ შეიყრის და ასეთ ქმედებებს დაასრულებს, დაინახავდა, რომ ჩვენ ქვეყანაში დეკემბერში და არა მხოლოდ დეკემბერში, ძალადობრივ აქციებს აორგანიზებდნენ ადამიანები და შემდეგ ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად გაესაღებინათ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, მისი გუნდის ლიდერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით ევროპიდან, საქართველოს შიდა საქმეებში ზეწოლები ხორციელდებოდა. აღნიშნულის განმხორციელებელი, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ კაია კალასი იყო.
„ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, როგორ ცდილობენ გარედან, ჩვენს ქვეყანაში რომ ჩაერიონ და შეძლონ „დიფ სთეითის“ თუ „გლობალური ომის პარტიის“ დამქაშები და დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები მოიყვანონ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა გორდულაძემ.