„ლივერპულთან“ კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითადში უნდა იყოს, თუმცა არც დუეს თამაშია გამორიცხული - ფრანგული გამოცემა

ხვიჩ კვარაცხელია

6 მარტს „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს. ჯერ კიდევ უცნობია, ლუის ენრიკე ინგლისელების წინააღმდეგ ქართველს ათამაშებს თუ არა, – ამის შესახებ გამოცემა frenchfootballweekly წერს.

„თუ რამე არ შეიცვალა, თამაში ძირითად შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლამ უნდა დაიწყოს. ფრანგი, სავარაუდოდ, მარცხენა გარემარბის პოზიციას დაიკავებს, თუ ლუის ენრიკე ამ პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას არ გაამწესებს.

აპრიორი ისაა, რომ პარიზელების შეტევა უნდა შედგებოდეს ბარკოლას, დემბელესა და კვარაცხელიას სამეულისგან. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ქართველის ნაცვლად დეზირე დუე ვიხილოთ. ამ კითხვებზე პასუხებს ოთხშაბათს საღამოს გავიგებთ“, – წერს frenchfootballweekly.