აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერებამ, შესაძლოა, მშვიდობის დამყარებას ხელი შეუწყოს - პესკოვი

პესკოვი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებამ, შესაძლოა, მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ის, რომ აშშ დღემდე ამ ომის მთავარი მომმარაგებელი იყო, ფაქტია. თუ აშშ ამას შეწყვეტს, ან შეაჩერებს, ეს, ალბათ, მშვიდობის დამყარებაში შეტანილი საუკეთესო წვლილი იქნება“, - თქვა პესკოვმა.

თუმცა, როგორც დასძინა კრემლის პრესმდივანმა, ახლა სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, საჭიროა დაკვირვება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ხმელეთზე.

ცნობისთვის, აშშ-მა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა შეაჩერა.