გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩე“ 1:0 დაამარცხა. ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვა.
როგორც გამოცემა „ილ მატინო“ ამტკიცებს, მიზეზი გადატვირთული კალენდარია, სამ დღეში ნეაპოლელები გაცილებით ძლიერ მეტოქეს, „მილანს“ დაუპირისპირდებიან და მწვრთნელს სურს, რომ ქართველი თავდამსხმელი ამ პრინციპულ დაპირისპირებას ენერგიით სავსე შეხვდეს.
ხვიჩას თამაშამდე სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მხოლოდ 72-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად ერთ წუთში გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ (რომელსაც პირველ ტაიმში გოლი არ ჩაუთვალეს) „ლეჩეს“ მაინც გაუტანა და „ნაპოლის“ მოაგებინა.
ამ მოგების შემდეგ „ნაპოლიშ“ 22 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და სანამ „ინტერი“ ტურის მატჩს ჩაატარებს, მილანურ კლუბს ხუთი ქულით უსწრებს.