რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა - შეჩერებულია ფრენები
1738757834
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ „ბაკურიანის“ წყლის საკითხზე სოციალურ ქსელებში, დიდი ალბათობით, დეზინფორმაცია ვრცელდება და ინტოქსიკაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
არასრულწლოვნის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.
„ვფიქრობ, დეზინფორმაცია გავრცელდა და, უბრალოდ, კომპანიის იმიჯის შელახვისთვის გამოიყენეს. როდესაც მსგავსი ინტოქსიკაციის შემთხვევა ფიქსირდება საავადმყოფოში, ავტომატურად იგზავნება შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომელიც შემდეგ მონაცემებს უგზავნის სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
ამ შემთხვევაში, თითქოს 120 ბავშვი მოიწამლა. გამორიცხულია, ასეთი მასშტაბის ინტოქსიკაცია დაფიქსირებულიყო და სურსათის ეროვნულ სააგენტოს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს ინფორმაცია არ ჰქონოდა.
როგორც კი შესაბამისი შეტყობინებები დაფიქსირდა, ქარხანაში არაგეგმური შემოწმებები ჩატარდა. გავრცელდა განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ შემოწმების შედეგად ტექნოლოგიური ციკლი წესრიგში იყო. ისეთი ძლიერი ნივთიერება, რომელიც ბავშვს ყელს დაუწვავდა, წყალში ბუნებრივად ვერ იარსებებს. სავარაუდოდ, ვიღაცას რაღაც შეეშალა და ბავშვმა სხვა სითხე დალია, რაც ძალიან ხშირად ხდება.
სანამ მოკვლევა არ დასრულდება, ბაზრიდან შესაბამისი თარიღით წარმოებული წყლის ამოღება მოხდება. დაახლოებით, რამდენიმე დღეში, გახდება ცნობილი მოკვლეული ნიმუშის პასუხებიც“, – ამბობს ირაკლი არაბული.