რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლე მანის წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელია

საფრანგეთის თასის მერვედფინალში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლე მანი'' სტუმრად 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ქართველმა Sofascore-სგან ყველაზე მაღალი - 8.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

კვარამ, რომელიც ბურთს სულ 81-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, 8-დან 6 დუელი მოიგო და 62-დან 51 ზუსტი გადაცემა გააკეთა (82%).

7.4 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashescore-მა.