მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე - არის მსხვერპლი
1738738190
ყინულის ჰოკეიში 2025-26 წლების სეზონი რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების გარეშე ჩაივლის. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა ამ ორი ქვეყნის დისკვალიფიკაცია.
„იმის გამო, რომ უსაფრთხოების მიმდინარე პირობები არ გვაძლევს შესაძლებლობას ვუზრუნველყოთ ტურნირების ორგანიზების შესაბამისი დონე, რომელიც ყველას მისცემდა უსაფრთხების გარანტიას, საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში უნდა დატოვოს მიმდინარე სიტუაცია“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.
საერთაშორისო ფედერაციაში დაამატეს, რომ ისინი გააგრძელებენ სიტუაციაზე დაკვირვებას და შემდეგი სხდომა რუსეთისა და ბელარუსის დაშვებაზე 2026 წლის მაისში გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ორი უახლესი ჩემპიონატი (2025 და 2026 წლებში) და 2026 წლის ოლიმპიური თამაშები ამ ორი ქვეყნის გარეშე ჩაივლის.