„უფალმა ნათელში ამყოფოს მისი ნატანჯი სული...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1744654356
საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ კვირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გვამცნო, რომ ყველაზე მეტი ხმა გულშემატკივრებისგან სწორედ შერმადინმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ის კვირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა. იტალიური „ტორტონას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შერმადინმა 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში, რაც მის გუნდს გამარჯვებაში (93:89) მნიშვნელოვნად დაეხმარა. სერიაში „ტენერიფე“ ამ ეტაპზე წინაა. განმეორებითი მატჩი 23 აპრილს იტალიაში გაიმართება.