ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც  ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე გამაოცა, გიორგი გაგუაა - Augustus

გიორგი გაგუა

ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველი Augustus, რომელიც მუშაობს პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის სიახლეებზე, Twitter-ის გვერდზე ქართველ ფეხბურთელ, გიორგი გაგუაზე წერს:

“ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ დრომდე ევრო 21-წლამდელებზე გამაოცა, გიორგი გაგუაა, რომლის შესახებაც შეჯიბრებამდე არასდროს მსმენია. ის მეჩვენება, როგორც მანჯუკიჩის ქართველი პროტოტიპი.  მაინტერესებს, რისი გაკეთება შეუძლია დღეს ნიდერლანდების წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ Augustus-ის ტვიტერის გვერდზე.