დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია - კვარაცხელიას PSG „არსენალს“ დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელია

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალი იქნება.

გასულ წელს პარიზულმა გუნდმა მილანის „ინტერს“ ანგარიშით 5:0 სძლია. შარშან კვარაცხელიამ ფინალში გოლიც კი გაიტანა.

PSG-მ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა, ხოლო „არსენალმა“ - მადრიდის „ატლეტიკო“.