2026 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 642 პირის მიმართ დაიწყო - საქსტატი

სირენა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 642 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 173 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.5%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 923 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 321, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 13 შემთხვევა.

2026 წლის აპრილში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 338 შემთხვევა; მუქარა – 235 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 140 შემთხვევა; ძალადობა – 154 შემთხვევა; გაუპატიურება – ცხრა შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ოთხი შემთხვევა; თაღლითობა – 150 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 773 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 201 შემთხვევა.